ნაბიჯი 1: გაიარეთ რეგისტრაცია ელ. ფოსტით და შეავსეთ თქვენი პროფილი პირადი ინფორმაციით.
ნაბიჯი 2: რეგისტრაციის გავლის შემდეგ“ლაქი სტეპ“ - ის ონლაინ მაღაზიაში შეარჩიეთ სასურველინივთი, აირჩიეთ ზომა, ფერი და დააჭირეთ ღილაკს “კალათაში დამატება”
ნაბიჯი 3: თუ გსურთ დამტებით პროდუქტების შეძენა დააჭირეთ ღილაკს „შოპინგის გაგრძელება“, თუ გსურთ შერჩეული მოდელების ნახვა დააჭირეთ ღილაკს „კალათის ნახვა“ და შემდეგ „დადასტურებას“. თუ გსურთ პირდაპირ შეძენა დააჭირეთ ღილაკს „დადასტურება“
ნაბიჯი 4: ჩექაუთის გვერდზეე მიწოდების მისამართის განყოფილებაში აირჩიეთ სასურველი მისამართი ან დაამატეთ ახალი მისამართი.
ახალი მისამართის შესაყვანად შეავსეთ ველები: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, მისამართი 1, მისამართი 2, ქალაქი, საფოსტო ინდექსი, ქვეყანა, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, შენიშვნა (საჭიროების შემთხვევეაში), ფასდაკლების კუპონი (საჭიროების შემთხვევეაში), სასაჩუქრე ბარათი (საჭიროების შემთხვევეაში).
თუ გსურთ ახალი მისამართის დამატება მონიშნეთ „ახალი მისამართის დამატება“ და შეავსეთ შესაბამისი ველები.
მიწოდების სახეობის გრაფაში მონიშნეთ მოწოდების სასურველი ტიპი ან მიუთითეთ ფილიალი რომლიდანაც გსურთ პროდუქციის გატანა.
გადახდის მეთოდი მონიშნულია ავტომატურად. საგულისხმოა, რომ მაღაზიას გააჩნია „საქართველოს ბანკის“, “თი-ბი-სის’’ „საქართველოს ბანკის“ განვადების და სფეის განვადების გადახდის სისტემები. თუ როგორ უნდა ისარგებლოთ განვადებით დეტალური ინფომაცია იხილეთ ბოლოში. განვადების პირობების გასარკვევად დააჭირეთ ბმულს: https://luckystep.ge/
საგულისხმოა, რომ ტარდება ნებისმერი ბანკის VISA-ას, MASTER CARD-ის და AMERICAN EXPRESS-ის ბარათები.
თუ გსურთ შეკვეთაში ცვლილებების შეტანა ან პროდუქციის დამატება დააჭირეთ ღილაკს „რედაქტირება“.
შეკვეთის დასამთავრებლად დააჭირეთ ღილაკს „დადასტურება“.
ნაბიჯი 5: ღილაკი „დადასტურების“ შემდგომ ავტომატურად გადახვალთ სასურველი ბანკის გადახდის სიტემის გვერდზე, სადაც გექნებათ გადახდის 2 საშუალება - (თი ბი სი და საქართველოს ბანკის გადახდის სიტემა)
1 - ლი „გადაიხადე ბარათით“ - სადაც შეიყვანთ ბარათის დეტალებს, კერძოდ ბარათის ნომერს, მოქმედების ვადას, CCV სამციფრა ნომერს (აღნიშნულია ბარათის მეორე გვერძე), ასევე ბარათის მლობელის სახელს და გვარს. ბარათის ინფორმაციის შეყვანის შემდგომ დააჭირეთ ღილაკს „გადახდა“
ღილაკი „გადახდა“ დაჭერის შემდგომ ავტომატურად გადახვალთ გვერძე „ავტორიზაცია 3D სერვისის საშუალებით“. გადახდის ტრანსაქციის დასამთავრებლად აუცილებელია დააჭიროთ ღილაკს SMS კოდი, რომლის დროსაც ტელეფონზე სმს -ით მოგივათ ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდი შეიყვანეთ 3 წუთის განმავლობაში და დააჭირეთ ღილაკს გადახდა
ტრანზაქციის წამატებით განხორციელების შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ გვერდზე „გადარიცხვა წარმატებით შესრულდა“.
2 - ე „გადაიხადე ინტერნეტბანკით“ შემთხვევაში საჭიროა გააქტიურებული გქონდეთ ინტერნეტბანკი. ავტორიზაციის გასავლელად შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი, გვარი და პაროლი. თი ბი სი ბანკის გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში შეგიძლიათ ასევე დაასკანეროთ QR კოდი და ამის შემდგომად გადაიხადოთ.
ინტერნეტბანკში ავტორიზაციის გავლის შემდგომ ავტომატურად გადახვალთ გადახდის გვერდზე სადაც გიჩვენებთ თქვენს ბარათზე ხელმისაწვდომ თანხას და „ლაქი სტეპის“ მაღაზიაში გადასახდელ თანხას. თანხის გადასახდელათ დააჭირეთ ღილაკს გადახდა და სმს-ის სახით მობილურზე მოგივათ ოთხნიშნა კოდი.
ოთხნიშნა კოდის შეყვანის შემდგომ დააჭირეთ ღილაკს გადახდა.
ტრანსაქციის წამატებით განხორციელების შემთხვევაში ავტომატურად გადახვალთ გვერდზე „გადარიცხვა წარმატებით შესრულდა“.
თუ ნაბიჯი 5 ის შემდგომ თქვენ გარკვეული მიზეზების გამო ვერ გადახვედით „საქართველოს ბანკის“ ან „თი ბი სი ბანკის “ გადახდის სიტემის გვერდზე ან მოგვიანებით გადაწყვიტეთ გადახდა, გადახდის განსახორციელებლად და შეკვეთის დასამთავრებლად უნდა შეხვიდეთ „ჩემ ექაუნტში“ და შემდგომ „შეკვეთებში“.
„შეკვეთებში“ შესვლის შემდგომ აირჩიეთ თქვენი შეკვეთა და დააჭირეთ ღილაკს „დეტალები“
„დეტალები“ -ში შესვლის შემგომ აირჩიეთ ღილაკი „გადახდის გამეორება“ საიდანაც ავტომატურად გადახვალთ გადახდის სიტემის გვერდზე და განახორციელებთ გადახდას ისე, როგორც მითითებულია ნაბიჯი 5 -ში.
„ლაქი სტეპი“ ის ონლაინ მაღაზიას გააჩნია „საქართველოს ბანკის“ და სფეის განვადების გადახდის სისტემები. იმისათვის, რომ ისარგებლოთ განვადებით უნდა გაიაროთ ნაბიჯები 1 დან 5 ის ჩათვლით და ჩექაუთის გვერძე აირჩიოთ სასურველი განვადების ტიპი.
“საქართველოს ბანკის“ განვადებით სარგებლობის შემთხვევაში შეკვეთის ოდენობა უნდა აღემატებოდეს 50 ლარს ხოლო სფეის განვადების შემთხვევაში 100 ლარს.
სფეის განვადების შესავსებად პირველ რიგში უნდა გადმოწეროთ სფეის აპლიკაცია: https://space.ge/download
გაიაროთ რეგისტრაცია: რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში "კაცუნას", შემდეგ რეგისტრაციას და მიჰყევით ინსტრუქციას, გაითვალისწინეთ რომ აუცილებელია გქონდეთ ID ბარათი ან მოქმედი პასპორტი, რეგისტრაცია შესაძლებელია ორივე დოკუმენტით.
სფეის განვადების გასაგრძელებლად გახსენით მობიურის აპლიკაცია დაასკანერეთ QR კოდი და მიყევით საფეხურებს აპლიკაციაში.
„საქართველოს ბანკის“ განვადების არჩევის შემთხვევაში გადახვალთ შესაბამის გვერზე სადაც
დარეგისტრირდებით ან გაივლით ავტორიზაციას. ავტორიზაციის შემდგომ მიყვებით შემდგომ საფეხურებს.