საბავშვო ფეხსაცმლების მაღაზია 577 252 757
თქვენ არ გაქვთ არცერთი პროდუქტი კალათაში
Close
Filters
ძებნა

წესები და პირობები

ვებ-გვერდის წესები და პირობები

თქვენ იმყოფებით შპს „სულა ინთერნეიშნლ“-ის ელექტრონული მაღაზიის ვებ-გვერდზე. ამ ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება შპს „სულა ინთერნეიშნლ“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205125014) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.

ტერმინები „კომპანია“ , „ჩვენ“ და გამყიდველი გულისხმობს შპს შპს „სულა ინთერნეიშნლ“-ს . ტერმინები „თქვენ“, „მომხმარებელი“და „მყიდველი“ გულისხმობს ინდივიდს, კომპანიას, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს კომპანიის ვებ-გვერდს www.luckystep.ge

სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს.

ვებ-გვერდზე ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ეთანხმებით მოცემულ წესებსა და პირობებს, რომელიც შესაძლებელია ცალმხრივად შეიცვალოს შპს „სულა ინთერნეიშნლ“-ის მიერ, გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება ჩვენს ვებ-გვერდზე. ამიტომ, თქვენს მიერ ვებ გვერდით სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს პირობებზე დათანხმებას. წესებისა და პირობების დასაწყისში მოცემული იქნება განახლების ბოლო თარიღი.

ელექტრონული მაღაზიის გარდა, კომპანია „სულა ინთერნეიშნლ“-ს აქვს ფიზიკური მაღაზიები, სადაც მომხმარებელს შეუძლია ადგილზე შეიძინოს ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცია. ამიტომ, შეკვეთის დასრულებამდე, თქვენს ონლაინ შეკვეთაში არსებული პროდუქტებიდან შესაძლებელია გაუქმდეს ერთი ან რამდენიმე ნივთი.

როგორ ვიყენებთ ვებ გვერს?

ჩვენი გვერდით სარგებლობისას, თქვენ ადასტურებთ რომ თქვენი ასაკი არ არის 18 წლამდე. ხოლო, თუ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ასაკი უფრო მცირეა, მაშინ ვებ-გვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს კანომდებლობა ითვალისწინებს.

გაითვალისწინეთ, რომ თუ არაუფლებამოსილი პირი, შევა ჩვენს ვებ-გვერდზე და ისარგებლებს თქვენი პროფილით, ჩვენ დავეყრდნობით პროფილის მონაცემებს იმ ვარაუდით, რომ ვებ-გვერდით სარგებლობდით თქვენ. უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ თუ გაიგებთ, რომ თქვენი პროფილის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.

ჩვენს ვებ გვერდზე იკრძალება ნებისმიერი ცილისმწამებლური, შეურაწმყოფელი, მუქარის შემცველი, კომპანიის რეპუტაციისთვის ზიანის მომტანი და ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის დისკრიმინაციის მიმნიჭებელი ინფორმაციის ატვირთვა. ასევე აკრძალულია ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით.

ვებ-გვერდის წვდომაზე შეფერხებით დამდგარ ზიანზე კომპანია იხსნის პასუხისგებლობას.

თუ თქვენი ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს, ან თუ იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ჩვენი კომპანია უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს მომსახურეობის გაწევაზე და ასევე უფლებომოსილია გააუქმოს თქვენი პროფილი და შეკვეთა.

კონფედენციალურობა

კომპანია „სულა ინთერნეიშნლ“ მადლობას გიხდით ნდობისთვის და თქვენს მიერ მოწოდებული კონფედენციალური ინფორმაციისთვის. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა და უზრუნველყოფს მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულობას საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით. თქვენი პერსონალური ინფორმაცია არ გადაეცემა არც ერთ კომპანიასა თუ ინდივიდს, თქვენი ნებართვის გარეშე, გარდა საქართველოს კანომდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ პირობებისა.

საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში თქვენი პირადი ინფორმაცია ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის და პაროლის მითითების შემთხვევაში. მომხმარებლის პაროლი დაშიფრულია. მომხმარებლის პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პირებს მიუწვდებათ ხელი.

ცვლილებები

მონაცემთა ბაზა ექვემდებარება განახლებასა და შეცვლას, ამიტომ თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად მოახდინოთ მათი გადახედვა. ჩვენს მიერ ცვლილებების ან დამატებების შეტყობინება დაიდება ვებ-გვერდზე www.luckystep.ge რომელიც ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ჩაითვლება თქვენთან შეთანხმებულად, თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე არ შეგვატყობინებთ, რომ არ ეთანხმებით დაგეგმილ ცვლილებებს. ჩვენს მიერ განხრციელებული ცვლილებები ჩაითვლება თქვენს მიერ დადასტურებულად, თუ ცვლილების გამოქმედებამდე ცვლილებაზე უარს არ განაცხადებთ.

COOKIES

„COOKIES” არის მცირე რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება, როგორც უნიკალური მაიდენტიფიცირებელი. „COOKIES” - ფაილი იგზავნება თქვენი კომპიუტერის ბრაუზერის დახმარებით და ინახება მყარ დისკზე. ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული მომსახურებით სარგებლობა თქვენს მიერ, ნიშნავს „COOKIES” გამოყენებაზე თანხმობას, რომელსაც ჩვენ მხოლოდ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვიყენებთ.

ჩვენ ვიყენებთ ორი სახის „COOKIES” ინფორმაციას:

დროებითი ინფორმაციას „COOKIES” - რომელიც ვებ-გვერდის მუშაობისთვის აუცილებელი ინფორმაციაა და ჩვენს გვერდზე სტუმრობის დასრულების შემდგომ იშლება. ასევე, არ ხდება ჩვენს მიერ ამ ინფორმაციის დამუშავება.

მუდმივ ინფორმაციას - „COOKIES” ინფორმაცია - რომელიც რჩება თქვენს კომპიუტერზე ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების შემდეგ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვეხმარება მოვახდინოთ თქვენი, როგორც უნიკალური სტუმრის იდენტიფიცირება. „COOKIES” ინფორმაციის თქვენს კომპიუტერში დარჩენის ვადა განისაზღვრება „COOKIES” ტიპზე.

„GOOGLE ANALYTICS“ - ეს არის ანალიტიკური პლატფორმა რომელიც იყენებს რამდენიმე ტიპის „COOKIES” ინფორმაციას და რომელიც არის ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი სტუმრობის ანონიმური უნიკალური მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მარკეტინგული და ანალიტიკური მიზნებისთვის. რაც შეეხება „Facebook Pixel Cookie“ –არის ანალიტიკური/სარეკლამო სახის ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება სოციალურ ქსელ „FACEBOOK”-ში თქვენთვის სარეკლამო აქტივობის მოსაწოდებლად.

თუ თქვენ გსურთ ზემოთ აღნიშნულ სარეკლამო აქტივობებზე უარის თქმა, უნდა მიმართოთ აღნიშნული სერვისის მომწოდებელ კომპანიებს - FACEBOOK/GOOGLE, ან გამოიყენოთ თქვენი ბრაუზერის ინსტრუმენტები არსებული ინფორმაციის დამუშავების შესაწყვეტად.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის საშუალებით, წარმოუდგენელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოების ზომები, რათა არ მოხდეს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადინება. თუმცა, გახსოვდეთ რომ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს 100 პროცენტიანი უსაფრთხოების გარანტია.

ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და კომპანიას შორის, როგორიცაა ელ-ფოსტით ან სხვა სოციალური ქსელით მიმოწერა, ასევე, კომპანიის მხრიდან გაცემული რჩევა/რეკომენდაცია ან კომენტარი არ ჩაითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად, ვინაიდან მსგავსი სახის მასალა შესაძლოა გამოყენებულ იქნას კომპანიის მხრიდან სტატისტიკის საწარმოებლად და მომსახურების/საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ზემოთ აღნიშნულ წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებთ, რომ თქვენსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიას თქვენი მხრიდან ენიჭება უფლება გამოგიგზავნოთ საიტზე არსებული პროდუქციის, სიახლეების და სხვადასხვა სახის ინფორმაციებზე შეტყობინება. (ელექტრონული ფორმით, ელ-ფოსტით და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით)

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გნებავთ არ მიიღოთ კომპანიისგან მსგავსი სახის ინფორმაცია, თქვენ გაქვთ უფლება განაცხადოთ უარი, გამოაგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

ასევე, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოითხოვოთ პერსონალური ინფორმაცია, თქვენს ანგარიშზე მათი წაშლის შედეგად.

ინტელექტუალური საკუთრება.

ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია ( ფოტო, ტექსტი, ლოგო, დიზაინი, პროგრამა, გრაფიკა, ინფორმაცია, გამოსახულება და სხვა) წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას. აკრძალულია უნებართვოთ მათი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება ან კოპირება, ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე.

აკრძალულია ვებ-გვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების გამოქვეყნება, კოპირება, გავრცელება უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. თქვენ, ასევე, არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი სავაჭრო ნიშანი ან მომსახურების ნიშანი ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცი მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია ბეჭდვითი შეცდომით, ამ შემთხვევაში, ჩვენ უფლება გვაქვს უარი ვთქვათ შეკვეთაზე ან შევაჩეროთ შეკვეთა. ეს უფლება ძალაშია მაშინაც, როცა გადახდა განხორციელებულია.

დავების გადაწყვეტა

მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ მიიჩნევა თბილისის საქალაქო სასამართლო. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პუნქტი გახდება ბათილი ან/და ძალადაკარგული, ძალადაკარგულად ჩაითვლება მხოლოდ ბათილი ან/და ძალადაკარგული პუნქტი და ეს არ მოახდენს გავლენას ამ წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.

კონტაქტი

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებს, პირობებს და ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით ელ. მისამართზე luckystep@luckystep.ge