კალაგანი
CALLAGHAN-ის ფეხსაცმელი დამზადებულია ესპანეთში, ქალაქ არნედოში მდებარე ქარხანაში, პროფესიონალი ხელოსნების მიერ. ის ფაქტი, CALLAGHAN-ის მწარმოებელი რომ თვითონ ფლობს ქარხანას, წარმოების პროცესზე მის სრულ კონტროლს განაპირობებს.
CALLAGHAN-ის კომპანია, მრავალმხრივი კვლევებისა და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მუდმივად სრულყოფს "ადაპტირების ტექნოლოგიას" და ამასთანავე, თავის პროდუქციაში, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალას იყენებს.
CALLAGHAN-ის კომპანია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს გარემოზე ზრუნვას. იგი ემორჩილება კანონმდებლობას გარემოს დაცვისა და ხარისხის კონტროლის სფეროში.
CALLAGHAN-ის ადაპტირების ტექნოლოგიით, ფეხსაცმელი ტერფს ზუსტად ერგება.
მას ადაპტირების ტექნოლოგიას საერთაშორისო პატენტი აქვს მოპოვებული. ეს ტექნოლოგია, ფეხსაცმლის თქვენს ტერფთან ზუსტ ადაპტირებას/მორგებას ახდენს.
ინფორმაცია ფეხსაცმლის შესახებ:
· სიარულისას ბავშვის ტერფები 5-8 მმ-ით ფართოვდება. ჩვეულებრივი ფეხსაცმელი ისეა შეკერილი, რომ არ ითვალისწინებს ტერფის ამ თავისებურებას, რაც იწვევს ფეხის გახეხვას, დეფორმაციას და დისკომფორტის შეგრძნებას.
· "ადაპტაციის" რევოლუციური ტექნოლოგიის გამოყენებით კი, ტერფთან ერთად,, CALLAGHAN-ის ფეხსაცმლის ძირიც ფართოვდება, რაც დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს.
· "ექსტრა მსუბუქი" ტექნოლოგია, ითვალისწინებს დრეკადი და მსუბუქი მასალის გამოყენებას და შედეგად ფეხსაცმლის სიმსუბუქეს განაპირობებს.
· ტყავი და სხვა მასალები, რომლებიც გამოყენებულია ფეხსაცმლების წარმოებაში, არის უმაღლესი ხარისხის და გადის მუდმივ კონტროლს. CALLAGHAN -ის მიერ დაპატენტებული ტექნოლოგიით დამზადებული ფეხსაცმელი იქმება მსუბუქი და დრეკადი მასალებისგან.
· მასალები შემუშავებულია უკანასკნელი მეცნიერული მიღწევების გამოყენებით და უმაღლეს კომფორტს გთავაზობთ.
· ელასტიური თასმები, კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის ფეხსაცმლის ჩაცმის და გახდის პროცესს
- ანტიბატერიული ორთოპედიული საგები, უზრუნველყოფს ტერფის სწორად ჩამოყალიბებას