რიხტერი
ავსტრიული ბრენდი რიხტერი, უკვე მრავალი წელია, რაც მაღალხარისხიანი და ფუნქციონალური საბავშვო ფეხსაცმლის წარმოებაში სპეციალიზირდება. მოდელების კრეატიული დიზაინმა, მაღალმა ხარისხმა და განვითარების დინამიურობამ, რიხტერის ბრენდს, ლიდერის პოზიცია დაუმკვიდრა ევროპულ ბაზარზე.
მრავალფეროვანი ასორტიმენტი და ზომების დიდი სპექტრი, საშუალებას გვაძლევს ავარჩიოთ ფეხსაცმელი ყველა გემოვნების ადამიანისათვის.
რიხტერის ფეხსაცმელებს "ფეარ სტეპს"-ის აღმნიშვნელი ნიშანი გააჩნია, რაც პასუხისმგებლობისა და მდგრადობის ნიშანია.
ყველა მომხმარებლების დაკმაყოფილება ხარისხის მენეჯმენტის სიტემის დახმარბით რიხტერის უმთავრესი პრიორიტეტია.
ინფორმაცია ფეხსაცმლის შესახებ:
· სიმპატექსი - ფეხსაცმელი იწარმოება მაღალტექნოლოგიური მემბრანის SIMPATEX - ის გამოყენებით. აღნიშნულ მემბრანას ნესტი გარეთ გამოყავს და ამავე დროს 100% წყალგაუმტარი და ქარგაუმტარია, რის შედეგადაც ზამთრის ცივ ამინდში თქვენს ბავშვს ფეხები ექნება მშრალად და არ დაუსველდება თოვლში
· WMS სისტემა - ფეხსაცმლის ზომის სპეციალური ახალი სისტემა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბავშვს უზუსტესად მოვარგოთ ფეხსაცმელი, როგორც სიგრძეში ასევე განში, რაც ტერფის ჯანმრთელად გაზრდის უტყუარი პირობაა.
· "ფეარ სტეპს"-ის სტანდარტით დამზადებული - ფეხსაცმლის წარმოებაში გამოყენებულია გარანტირებულად ექსკლუზიური, არა მავნე, ნატურალური მასალები, რის შედეგად ბავშვის ჯანმთელობას ზიანი არ მიადგება.
· სუპინირებული მოქნილი ძირი - ფეხსაცმელს მოქნილი კაუჩუკის ძირი მოცურების საწინააღმდეგო რელიეფით თქვენი ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.
· სპეციალური ფხრიწებიანი შესაკრავი - იძლევა ფეხსაცმლის თავისუფლად ჩაცმის საშუალებას და მყარად აფიქსირებს მას თქვენი ბავშვის ტერფებზე.
· გაძლიერებულად დაცული ცხვირი, სპეციალურადაა ჩამოაყალიბებული, რომელიც უზრუნველყოლფს ბავშვის ფაქიზი ფეხის თითების უსაფრთხოებას და ამავდროულად საკმარის თავისუფალ ადგილს ტოვებს ფეხის სამოძრაოდ წინა ნაწილში.
- დამაფიქსირებელი უკანა ნაწილი, რომელიც საშუალებას იძლევა მომჭერის სიმაღლე ინდივიდუალურად გაკონტროლდეს, ხელს უწყობს ბავშვს სიარულში.