სფეის განვადების შესავსებად პირველ რიგში უნდა გადმოწეროთ სფეის აპლიკაცია: https://space.ge/download
გაიაროთ რეგისტრაცია:
- რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში "კაცუნას" შემდეგ რეგისტრაციას და მიჰყევით ინსტრუქციას, გაითვალისწინეთ რომ აუცილებელია გქონდეთ ID ბარათი ან მოქმედი პასპორტი, რეგისტრაცია შესაძლებელია ორივე დოკუმენტით.
სამთვიანი ეფექტური 0%-იანი განვადება
- ნივთის ღირებულება შეგიძლიათ გაყოთ სამ ტოლ ნაწილად და დაფაროთ სამ თვეში, ყოველგვარი გაძვირების გარეშე.
- სურვილისამებრ შეგიძლიათ გააკეთოს თანამონაწილეობა და გადაიხადოთ ნებისმიერი ბარათით.
- განვადების დასამტკიცებლად და ნივთის შესაძენად, სულ დაგჭირდებათ 1-დან 5 წუთამდე.
- არ იხდით არც გაცემის და არც წინსწრებით დაფარვის საკომისიოს.
- თუ სამ თვეში ვერ ფარავთ შეგიძლიათ გადაიხადოთ მინიმალური შენატანი და გადახვიდეთ სტანდარტულ გრაფიკზე.
- სფეისში განვადებით სარგებლობისას შეგიძლიათ თავად აირჩიოთ განვადების პერიოდი და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის მოცულობა.
- სტანდარტული განვადებით სარგებლობისას შეგიძლიათ, 2 გადახდის შემდეგ, ერთი გადახდა გამოტოვოთ.
გაითვალისწინეთ:
- სფეის განვადება გაიცემა მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 48 თვის ვადით.
- ონლაინ განვადებას დაიმტკიცებთ 100₾-დან 25,000₾-მდე შენაძენზე.
- განვადებით სარგებლობა შეუძლია ყველას ვინც არის 20-60 წლამდე და აქვს ყოველთვიური შემოსავალი (ხელფასი, იჯარა, მომსახურების ანაზღაურება, ფულადი გზავნილი)
- 4-დან 48 თვის ჩათვლით განვადებით სარგებლობის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ნომინალური 25.74%-დან - 37.74%-მდე, ხოლო ეფექტური 29%-დან - 45%-მდე მერყეობს, განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია მომხმარებლის საკრედიტო რეიტინგზე
- უზრუნველყოფა არ მოითხოვება